გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო

15-07-2025

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდში ვლაქერნობის დღესასწაულს დაესწრო.


საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მართლმადიდებელ მრევლთან ერთად, ირაკლი ჩიქოვანი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის გამობრძანებას დაესწრო.


თავდაცვის მინისტრი ტრადიციულ მსვლელობას შეუერთდა და ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგიაზე იმყოფებოდა.


ვლაქერნობის დღესასწაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და მეუფე გერასიმეს წინამძღოლობით ათეული წლებია იმართება. ამ დღეს ზუგდიდში თავს იყრის მართლმადიდებელი მრევლი საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.