გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.

16-07-2025

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინეს.


სამართალდამრღვევმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყეში 6 კუბურ მეტრამდე რცხილის სახეობის საშეშე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.


მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება დაილუქა, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ხოლო, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ბოლნისის საქმიან ეზოში.


ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა, სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა, 2025 წლის პირველ ექვს თვეში სამართალდარღვევის 26 ფაქტი გამოავლინეს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში გამოვლენილი იყო 69 ფატქი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამართალდარღვევების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით მკვეთრად შემცირდა.


კანონდარღვევის გამოვლენის მიზნით, მონიტორინგი, სახელმწიფო ტყეში განთავსებული ფოტოხფანაგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.