გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

17-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და  თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით,  420 ჰექტარი ფართობი  სოფლის ტერიტორია დამუშავდა.


ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება.


ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება. 


ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები  დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.