გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთსა და უზბეკეთს ეწვევა

21-07-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ყაზახეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.


ყაზახეთში მარიამ ქვრივიშვილი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან, ასევე დაგეგმილია შეხვედრები ტრანსპორტის მინისტრ ნურლან საურანბაევთან და ენერგეტიკის მინისტრ ერლან აკენჟენოვთან.


ყაზახეთის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთს ეწვევა.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე სს „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი ლაშა აბაშიძე.