გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

21-07-2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა-შეინახა და საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება "პრეგაბალინი". გატარებული ღონისძიებების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერება ამოღებულია.


სამართალდამცველებმა ბრალდებული ბათუმის პორტის ტერიტორიაზე დააკავეს.


მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) და 263-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით (საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.