გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო

21-07-2025

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა რამშტაინის ფორმატის ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის რიგით 29-ე შეხვედრას გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანი ჯონ ჰილი და გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხელმძღვანელობდნენ. სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ.


საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში მიმდინარე ომის ვითარება მიმოიხილეს. მათ ასევე იმსჯელეს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ ინიციატივასა და სწრაფი მხარდაჭერის საჭიროებებზე.


შეხვედრას ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები და უმაღლესი რანგის ოფიციალური პირები დაესწრნენ.


რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, 2025 წლის 13 თებერვლიდან კი, მას გაერთიანებული სამეფო გერმანიასთან ერთად უწევს კოორდინაციას.