გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ზემო აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

23-07-2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15  ერთეული სპეციალური ტექნიკა.


მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში  ასევე ინტენსიურად ახორციელებენ  წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით.

აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა.


ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.