გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: კორუფცია დაბრკოლებას უქმნის სახელმწიფოს განვითარებას და ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ

23-07-2025

ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები კორუფციის მიმართ , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას.


„ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან პრინციპულები კორუფციის მიმართ. თუ სადმე არის ეჭვი კორუფციასთან მიმართებით, სახელმწიფომ უნდა დაიჭიროს ძალიან პრინციპული პოზიცია, იმიტომ, რომ კორუფცია ჭამს სახელმწიფოს და უქმნის დაბრკოლებას სახელმწიფოს განვითარებას. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად უკომპრომისოები და შეურიგებლები კორუფციის მიმართ რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ეს გამოძიების საქმეა", - განაცხადა პრემიერმა.