24-07-2025
გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1962 წელს დაბადებული თ.ძ. და 1998 წელს დაბადებული ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. დააკავეს, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
„პოლიციამ, დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნაგანის სისტემის რევოლვერი და მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, F1 ტიპის ხელყუმბარა ამფეთქი ფალიით, გპ-25-ის სასროლი მოწყობილობა 10 ჭურვით, 3 მჭიდი და 194 ვაზნა ამოიღო.
სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფი" და „ბუპრენორფინი“.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია.