გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

24-07-2025

საქართველოს პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - აღნიშნულის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. 


„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, საქართველოს სასაზღვრო პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის მიმართულებით რამდენიმე ათასი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანონოდ გადაყვანის მფარველობისთვის, ქრთამის სახით თითოეულ პირუტყვზე 200 აშშ დოლარის გადახდა შესთავაზა.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა „მაკაროვის“ კონსტრუქციის ცეცხლსასროლ იარაღს და 13 ვაზნას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებული 22 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით (მოხელისთვის ფულის შეთავაზება რათა მან თანამდებობრივი უფლებების განხორციელებისას ქრთამის მიცემის სასარგებლოდ განახორციელოს უკანონო ქმედების ჩადენა) და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა,“ - აცხადებენ პროკურატურაში.