გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გოგონა, რომელიც ზღვაში სავარაუდოდ თვითმკვლელობის მიზნით შევიდა, მაშველებმა გადაარჩინეს

12-12-2017

ბათუმის ბულვარში, სანაპიროზე, ბულვარის დაცვის სამსახურმა, ზღვიდან 21 წლის გოგონა გამოიყვანა. ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა დაცვის სამსახურმა 12 საათზე იმ დროს შენიშნა, როცა ის ზღვაში შევიდა.

“სამმართველოს თანამშრომლებმა სანაპიროზე, კერძოდ, კი „პიერ ბათუმის“ ტერიტორიაზე, უბედური შემთხვევისგან იხსნეს 1996 წელს დაბადებული ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც ზღვაში შევიდა. (სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა სუიციდის მცდელობას) დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ზღვაში შეცურეს და მოქალაქე უვნებლად გამოიყვანეს”,- ნათქვამია ბულვარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  გოგონას პირველადი სამედიცინო დახმარება სანაპიროზე გაუწიეს, შემდეგ კი, ბათუმის ჰოსპიტალურ  საავადმყოფოში  გადაიყვანეს.

ადმინისტრაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის დაცვის პოლიციის თანამშრომლებს: ინსპექტორ ნიკო ანანიძეს და უმცროს ინსპექტორ გიორგი მახარაძეს გამოჩენილი მამაცობის, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის განსაკუთრებით სანიმუშო შესრულებისათვის.

წყარო: "კვირა"