გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კასპის სოფელ გომიჯვარში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24-07-2025

კასპის მუნიციპალიტეტის წინარეხის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელ გომიჯვარში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.


1 048 გრძივი მეტრი გზის აღდგენის პროექტი მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ფინანსდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 391 390 ლარია.


აღნიშნულ გზაზე, სადაც ასფალტბეტონის საფარი არასოდეს ყოფილა, სამუშაოს შპს ბილტმორი ახორციელებს.


სოფელ გომიჯვართან მისასვლელი გზა შედარებით რთული რელიეფისაა და ამორტიზებული, რაც მოსახლეობას გადაადგილების პრობლემებს უქმნიდა. პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს მოსარგებლეების ასფალტირებული გზით გადაადგილებას - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.