გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს

24-07-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.


სამართალდარღვევები გამოვლენილია აჭარაში, იმერეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში.


მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 12 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.


ორ შემთხვევაში კი, მოქალაქეები, ჯამში, 5,7 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე მასალის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.


სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.