გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

Expedia-საქართველო - ქვეყანა, რომელიც უნდა აღმოაჩინო

25-07-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  დაჯავშნის ტურისტულ პლატფორმასთან Expedia და სამოგზაურო მედია ჯგუფთან Beautiful Destination ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.


კამპანიის მიზანია საქართველოს ტურისტული იმიჯის პოზიციონირება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის  ბაზრებზე. დაჯავშნის პლატფორმაზე Expedia დეტალური ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ტურისტული მიმართულების, ბუნების, კურორტების, ღვინისა და გასტრონომიის შესახებ. პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია საქართველოში მოგზაურობის დაგეგმვა და განთავსების საშუალებების დაჯავშნა.


„გაიცანით საქართველოს უნიკალური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და მდიდარი კულტურა, საქართველოს შესახებ ცოტამ თუ იცის, მაგრამ თქვენ ის უკვე აღმოაჩინეთ“-წერს Expedia.


გზამკვლევში ინფორმაციაა განთავსებული იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, ასევე დაგეგმილი ფესტივალების, მეღვინეობისა და კულინარიის შესახებ.

 

Expedia-ს საიტზე საქართველოს შესახებ ბანერებია განთავსებული, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილ გვერდებზე გადასვლა და დაჯავშნა.


Beautiful Destinations-ის სოციალური არხების ჯამური აუდიტორია 50 მილიონს აჭარბებს.  Expedia-ის მომხმარებელთა რაოდენობა კი 46 მილიონზე მეტია.