გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრთან შეხვედრა გამართა

25-07-2025

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალგაზრდობის სფეროში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორობას და თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

 

როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ორი ქვეყნის ინიციატივით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული ფორუმი და ბანაკი, რომელიც გუბაში, ბაქოსა და სუმგაითში ტარდება.  მინისტრის თქმით, სწორედ მსგავსი აქტივობები ქმნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს, რაც ისტორიული მეგობრობის გამყარებისა და ახალგაზრდებს შორის კავშირების გაფართოების საფუძველია.

 

თავის მხრივ, ფარიდ გაიბოვმა გივი მიქანაძეს სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და ქართულ მხარესთან პარტნიორობის გაძლიერების მიზნით სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის სფეროს განვითარების ხელშეწყობის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს და ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა   და ფესტივალების  ჩატარებაზე შეთანხმდნენ.


შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.