| « მაი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | ||||
| 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 |
| 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 |
| 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 |
| 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
28-07-2025
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი თბილისის შემოდგომის ერთერთი მთავარი მოვლენაა. ფესტივალი უკვე 17 წელია იმართება და ორ მთავარ პროგრამას წარმოადგენს - საერთაშორისო და ქართული სპექტაკლების პროგრამას. ფესტივალი წელს თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 16 სექტემბერს სწორედ ქართული სპექტაკლების პროგრამით იწყება.
ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა კი 21 სექტემბერს დაიწყება და წარმოადგენს ისრაელის, დიდი ბრიტანეთის, საბერძნეთისა, ლატვიის, აშშ-ს თეატრისა და თანამედროვე ცეკვის ვარსკვლავებს - იტაი ტაირანის რიჩარდ III (თეატრი გეშერი, ისრაელი), ივან ბლექსტოკის „თრეფლორდი“ (დიდი ბრიტანეთი) დიმიტრის კანარზასის „ სახლი“ (ონასის სტეჯი, საბერძნეთი) და ალვის ჰერმანისის „თეთრი ვერტმფრენი“ (ნიუ რიგა თეატრი, ლატვია).
სპექტაკლების განრიგს და დეტალურ ინფორმაციას გაეცნობით ვებგვერდზე www.tbilisiinternatiional.com
სპექტაკლები გაიმართება თეატრი 42-ის, გრიბოედოვისა და მარჯანიშვილის თეატრის სცენებზე; სპექტაკლებთან ერთად, ფესტივალი ასევე მოიცავს მასტერკლასებსა და ვორქშოფებს , რომელიც დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მაყურებელს აქვს საშუალება შეიძინოს როგორც ბილეთები, ისე აბონემენტები სპექტაკლებზე. შესაძენად ეწვიეთ ბმულს, სადაც თიბისი კონცეპტ Visa ბარათის მფლობელები -20% ფასდაკლებით ისარგებლებენ.
2-03-2026