გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ფრიდრიხ მერცი: ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას ცუდი შედეგები ექნება. გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება

29-07-2025

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ახალ სავაჭრო შეთანხმებას სერიოზული შედეგები ექნება გერმანიის ეკონომიკაზე.


"მე არ ვარ კმაყოფილი ამ შედეგით. იმ საწყისი პოზიციის გათვალისწინებით, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან გვქონდა, აშკარად არ იყო შესაძლებელი მეტის მიღწევა. გასაგები ენით, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკას ამ ტარიფების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ გერმანიითა და ევროპით არ შემოიფარგლება. ამ სავაჭრო პოლიტიკის შედეგებს ამერიკაშიც დავინახავთ", - განაცხადა მერცმა.


შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკებების შედეგად სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიეს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დაადასტურა, რომ აშშ-ში ევროპული საქონლის იმპორტზე 15%-იანი ტარიფები დაწესდება. შეთანხმების ძირითადი პუნქტები ასეთია: ევროკავშირი შეიძენს აშშ-დან 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ენერგორესურსებს, ასევე ევროკავშირი დამატებით 600 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გააკეთებს აშშ-ში.