გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

გივი მიქანაძე საზღვაო აკადემიის სტუდენტებს შეხვდა და სასწავლო-საწვრთნელ ინფრასტრუქტურას გაეცნო

30-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორ ივანე აბაშიძესთან და ბრიტანეთის ელჩ გარეტ უორდთან ერთად, საზღვაო აკადემიას ეწვია, სადაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

  

სტუმრებს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ უმასპინძლა და მათ საზღვაო სასწავლებლის მიღწეული შედეგები და სამომავლო პროექტები გააცნო.

  

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ სამეცნიერო პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები განიხილეს.

  

საზღვაო აკადემიაში ვიზიტისას სტუმრებმა საზღვაო აკადემიის სასწავლო-საწვრთნელი ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრის ინფრასტრუქტურას, მათ შორის ხიდურის რესურსების მართვის სიმულატორს, რომელიც სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში გავლის შესაძლებლობას აძლევს.