გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

გივი მიქანაძემ და ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით ერთობლივი ინიციატივები განიხილეს

30-07-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან ერთად სახელოვნებო განათლების გაძლიერების მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

 

როგორც გივი მიქანაძემ საუბრისას განაცხადა, ქართველი ხელოვანები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები არიან ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააქვთ. სწორედ ამიტომ სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს კულტურისა და ხელოვნების განვითარებაზე. 

 

გივი მიქანაძემ და ელისო ბოლქვაძემ სახელოვნებო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

აღინიშნა, რომ მოსწავლეებში ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების გაზრდა და ახალგაზრდებში შემოქმედებითი ნიჭის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად,  სკოლებში სახელოვნებო განათლების გაძლიერებისა და პედაგოგების მხარდაჭერის კუთხით მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდება.