გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა

31-07-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა - შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ბელარუსის მოქალაქეები: 2000 წელს დაბადებული ე.ლ., 2000 წელს დაბადებული ვ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიების ფარგლებში, ასევე, ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში, 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები.


სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულების სახით დააკავეს.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს.