გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

გორელი მოჭადრაკე დავით მაღალაშვილი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

22-11-2018

გორელი მოჭადრაკე დავით მაღალაშვილი საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მაღალაშვილმა აღნიშნული ტიტული ბათუმი ჭადრაკის კლუბ ,,ნონას" შემადგენლობაში ასპარეზობისას მოიპოვა.

ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატში, რომელიც დღეს დასრულდა 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ,,ნონამ" 34 ქულას მოუყარა თავი, რის შედეგადაც ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული ,,თბილისის" და მესამე ადგილის მფლობელი ,,რუსთავის" გუნდები.

უშუალოდ მაღალაშვილი ერთ–ერთი საუკეთესო გახლდათ ,,ნონას" შემადგენლობაში. მან 7 შესაძლებლობიდან 5 ქულა შესძინა საქართველოს.


qartli.ge