გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

22-11-2018

შიდა ქართლის რეგიონის, გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება, - სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება დაახლოებით 6 მილიონი ლარია.

„პროექტი ითვალისწინებდა გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი. მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, - განმარტავენ ფონდში.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან სიმონ გულედანთან ერთად დაათვალიერა.


qartli.ge