გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

ქობულეთში მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაცია იწყება

22-11-2018

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქობულეთში, მდინარე აჭყვას კალაპოტის რეაბილიტაციას იწყებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და მუნიციპალურ განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ ადგილობრივ მოსახლეობას პროექტის დეტალები გააცნეს.


მდინარე აჭყვაზე ქალაქის წყალდიდობისგან დაცვის მიზნით გასული საუკუნის 70-იან წლებში აშენდა წყალსაგდები არხი, რომელიც დღევანდელი მდგომარეობით ავარიული და ჩახერგილია, ვერ უზრუნველყოფს შესაბამის გატარებას, რაც იწვევს ქალაქის გარკვეული ტერიტორიების, მოსახლეობისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვას. სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებს მდინარე აჭყვის კალაპოტისა და არსებული წყალსაგდები არხის რეაბილიტაციას, რის შემდეგაც არსებული პრობლემა სრულად მოგვარდება.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება.  პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება.