გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ულფ კრისტერსონი: უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა

1-08-2025

"უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებისთვის შვედეთის მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაშვებაა", - ასეთი შინაარსის პოსტს შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს.


"დღეს, საგერსკაში, უკრაინელ ლგბტქი და RFSL (ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების უფლებების დამცველი შვედეთის ფედერაცია) ვეტერანებს ვუმასპინძლე.


როდესაც ეს უკრაინელები ფრონტის ხაზზე სიცოცხლეს რისკავენ და სხვა გზებით მონაწილეობენ წინააღმდეგობაში, ისინი უკრაინის დაცვას ეხმარებიან. თუმცა, ისინი ასევე არიან იმ ლიბერალური ღირებულებების ცოცხალი გამოხატულება, რომელთათვისაც უკრაინა იბრძვის.


დღეს, ერთნაირსქესიან წყვილებს უკრაინაში არ შეუძლიათ დაქორწინება ან რეგისტრირებული პარტნიორობის დამყარება. ჩვენთვის, ყველა უმცირესობის, მათ შორის ლგბტქი თემის, უფლებების სრული სამართლებრივი დაცვა უკრაინის ევროკავშირთან მიახლოების მნიშვნელოვანი ნაწილია და ჩვენ მას მხარს ვუჭერთ. როგორც უკრაინის ძლიერი მხარდამჭერი, შვედეთი ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას", - წერს შვედეთის პრემიერ-მინისტრი.