გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ონის მერი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო

2-08-2025

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად დაზარალებულ სოფლებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

 

მერი, მოადგილეებთან ერთად შეხვდა მოსახლეობას, რომელსაც ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დაუზიანა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღო. როგორ. სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, რის შემდეგაც მუნიციპალიტეტი შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.

 

ონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა მდინარეების ადიდება გამოიწვია და სოფლებში გარკვეული პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. რამდენიმე სოფელში არსებული ლოკალური დაზიანებები უმოკლეს ვადებში შეკეთდება.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან მოსახლეობასთან. ადგილობრივების საჭიროებებზე ოპერატიული რეაგირებისთვის მზადაა ყველა შესაბამისი სამსახური.