გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ირაკლი კობახიძე: 2016 წლიდან, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, დამხობაზე საუბარი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ

2-08-2025

2016 წლიდან მოყოლებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, რაც მათი დავალებაა.


„2016 წლიდან ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშიდობიან, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე და ა.შ. მშვიდობიანი დამხობა ეს არის ერთგვარი ოქსიმორონი, ანუ თავის თავში წინააღმდეგობას შეიცავს. მათი გეგმები, დავალებები არის ასეთი, თუმცა ხედავთ, რომ 2016 წლიდან მოყოლებული მათ ვერც ერთხელ ვერ შეძლეს საკუთარი გეგმების აღსრულება და ახლა კიდევ უფრო მეტად არიან დასუსტებული, აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის ცარიელი მუშტების ქნევა ბრძოლის შემდეგ, რაც მათ კიდევ ერთხელ დადებითად არ ახასიათებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.