გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31 

ირაკლი კობახიძე: ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ

2-08-2025

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული, სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში.


„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტის განხორციელების საქმეში, თუმცა, ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა აბსოლუტურად ყველაფერი ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ იყო სრული ხელშეწყობა, კონსტიტუციის დონეზეც კი ჩავდეთ გარანტიები, იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო, მათ ვერ შეძლეს ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა. ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული, სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.