გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

5-08-2025

ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის და ტყითსარგებლობის დეპარტამენტების თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში, სახელმწიფო ტყეში 50 კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის საშეშე მერქნის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს.  გარემოსათვის მიყენებულმა ზიანმა   7 508,8 ლარი შეადგინა.


ცხრა პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში.


„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების - ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, მონიტორინგს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ.  ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვა და უკანონო  ტყითსარგებლობასთან ბრძოლა  არის ჩვენი მთავარი გამოწვევა. ამ  მიმართულებით  მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.