| « მარტი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 | |||||
5-08-2025
კასპის მუნიციპალიტეტში მაღლმთიან და გამყოფი ხაზისპირა სოფელ ბოჟამში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს -კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა:
ჭაბურღილი,
სამარაგო და რკინა ბეტონის 150 მ3 რეზერვუარები,
ჭაბურღილიდან რეზერვუარამდე-წნევიანი წყალდენი,
სანიტარული დაცვის ღობე.
პროექტი ფინანსდება რეგიონის განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 272 779 ლარია.
წყალმომარაგების სისტემის მოწყობა/რეაბილიტაციის შემდეგ 110 ოჯახი უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყლით და შესაბამისად გაუუმჯობესდებათ საყოფაცხოვრებო პირობებიც - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.
17-01-2026