გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა

5-08-2025

პირველი აღიარება მოვისმინეთ, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე, თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თურქმენეთში განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საინტერესოა, სინამდვილეში, იყო თუ არა ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას.


„პირველი აღიარება უკვე მოვისმინეთ. რეალურად, აღიარებულია ის, რომ გადასახადებს არ იხდიდა ხაზარაძე, კონკრეტული გარიგების საფუძველზე. თუმცა, კიდევ უფრო საინტერესოა, რეალურად, არსებობდა თუ არა ასეთი გარიგება და ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს. რეალურად, მართლა გადასახადის არ გადახდას ჰქონდა ადგილი, თუ სინამდვილეში, არ იყო არავითარი ფინანსური გარიგება, რომელიც უკავშირდებოდა ამ კონკრეტული ქონების გაქირავებას. ეს არის ახლა მთავარი კითხვა. პირველი აღიარება მოვისმინეთ, თუმცა შესაძლოა უფრო საინტერესო აღმოჩნდეს მეორე აღიარება, რომელიც მომავალში შეგვიძლია მოვისმინოთ", - განაცხადა პრემიერმა.