გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი შენგელია: სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის დინამიკა როგორც წინა, ასევე მიმდინარე წელს საკმაოდ პოზიტიურია

5-08-2025

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი შენგელიას შეფასებით, საკმაოდ პოზიტიურია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის როგორც წინა, ასევე მიმდინარე წლის დინამიკა.


მისი თქმით, ამას ადასტურებს წლევანდელი ორი კვარტლის საპრივატიზებო გეგმის გადაჭარბებით, 136.13%-ით შესრულებაც - საანგარიშგებო პერიოდში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 463 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა.


„სააგენტო პროაქტიურად სთავაზობს კერძო სექტორს სხვადასხვა სახის აქტივებს. პრივატიზაციის პროცესი სრულად ელექტრონულია, ბიუროკრატიული შეფერხებების გარეშე, რაც კერძო პირებს და ბიზნესს საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად მიიღონ მონაწილეობა აუქციონებში და გახდნენ სახელმწიფო ქონების მფლობელები" - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.


მისივე ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს ელექტრონულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ვებპორტალზე: www.eauction.ge.