გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus: საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულება, რომელიც უშუალოდ ქორწილების სეგმენტს მოიცავს

6-08-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მსოფლიოს 31 ქვეყანაში დაწყებულ მარკეტინგულ კამპანიას კერძო სექტორის წარმომადგენლები დადებითად აფასებენ. სატრანსპორტო კომპანია Georgian Bus-ის დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, სექტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის, ასევე ინდოეთის ტურისტულ ბაზრებზე გააქტიურება.


„დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა, რადგან გავეცანით ახალ სტრატეგიას. ძალიან სასიხარულოა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიების სტრატეგიები აქტიურდება, მათ შორის – როუდშოუები, რომლებშიც კერძო სექტორსაც შეუძლია მონაწილეობა, რათა მოვიზიდოთ დამატებითი პარტნიორები და შევუწყოთ ხელი ტურისტების ზრდას ქვეყანაში.


საინტერესოა ინდოეთის ტურისტული მიმართულებაც, რომელიც კონკრეტულად ქორწილების სეგმენტს მოიცავს. ჩვენ სექტემბერში ვგეგმავთ მონაწილეობას დელიში გამართულ შესაბამის გამოფენაში, სადაც ფოკუსი სწორედ ქორწილებზე კეთდება. ვფიქრობთ, ეს ბაზარი დიდი პოტენციალის მატარებელია საქართველოსთვის“, - აცხადებს შალვა ხუციშვილი.


საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე - ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.