გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა

6-08-2025

მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა.

 

ფაბიო კვალინომ, ქართველ კოლეგებთან ერთად,  აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერებმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე,  ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.


მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის სიყვითლეები, ანუ ფიტოპლაზმასთან ასოცირებული დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში.