გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ტურიზმის ეროვნული ადმიისტრაციის ეს ახალი ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას - „ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველი“

6-08-2025

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიების ფარგლებში, კერძო სექტორისთვის შეთავაზებულ ახალ ინიციატივებს დადებითად აფასებს ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველის გენერალური მენეჯერი ნინო ჩუბინიძე.


„ტურიზმის ეროვნული ადმიისტრაციის ეს ახალი ინიციატივები ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. ამ ბაზრებზე მონაწილეობა ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა საკმაოდ ძვირიც ჯდებოდა და ახლა როგორც აღმოჩნდა, საკუთარი ლოგისტიკური ხარჯები უნდა დაიფაროს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ პატარა ობიექტები, როგორიც ჩვენ ვართ შევძლებთ მონაწილეობას.


დიდი ბიზნესებისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა ბევრად უფრო იოლი იყო, ვიდრე ჩვენთვის. ასევე ვისურვებდი, რომ ჩინურ ბაზართან დაკავშირებით ტურიზმის ადმინისტრაცია დაგვეხმაროს. ეს ძალიან სპეციფიკური ბაზარია და კარგი იქნება თუ მოხდება კომუნიკაცია სპეციალისტებთან, რომლელიც გაგვარკვევე ამ ბაზრის სპეციფიკას და როგორ უნდა ვიმუშაოთ,-აცხადებს ნინო ჩუბინიძე.

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორს მარკეტინგული კამპანიების ახალი ინიციატივები გააცნო. ადმინისტრაცია სტრატეგიულ ბაზრებზე – ევროპაში, აზიასა და ამერიკაში – საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.