გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

კასპში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

7-08-2025

ქალაქ კასპში გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.


კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად  კასპში ცაგარელის ქუჩაზე  ასფალტის პირველი ფენის დაგების სამუშაო პროცესს გაეცნო.


ცაგარელის ქუჩაზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა და მასზე გადაადგილება პრობლემური იყო. ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ  კი ადგილობრივები კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას  - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.


პროექტი დაფინანსებულია რეგიონის განვითარების ფონდის და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მიერ.