გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

პრემიერი: რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას

8-08-2025

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, რუსეთს აქვს უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების 20% და რა თქმა უნდა, არაფერი არ ამართლებს რუსეთის ქმედებას.


„ხვალ რომ შევიჭრათ ჩვენ ცხინვალში ან სოხუმში, ეს იქნება ჩვენი დანაშაული და ჩვენი ღალატი იმიტომ, რომ ეს იქნება ავანტიურა. "ნაციონალური მოძრაობის" პარტია დილიდან აცხადებდა, რომ მათ ჰქონდათ საომარი მოქმედებები სეპარატისტებთან და რუსეთი იქცეოდა კარგად. ამას აცხადებდა "ნაციონალური მოძრაობის" პარტია და დანარჩენი ყველაფერი არის „ნაცობა". "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, იაკობაშვილი, ლომაია და სხვები საუბრობდნენ ასეთ რაღაცებს, რომ ისინი სეპარატისტებთან აწარმოებდნენ საომარ მოქმედებებს და მადლობას უხდიდნენ რუსეთს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.