გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ირაკლი კობახიძე: წლების განმავლობაში აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი, 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი?

8-08-2025

წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


პრემიერის შეფასებით, „ნაცობა" არის კატასტროფა და „ნაცობა" და ლოგიკა ერთმანეთთან არ არის თავსებადი.


„რაც შეეხება თარიღს, კიდევ ერთი კატასტროფა, რაც უკავშირდება „ნაცობას" და „ნაცობის" ალოგიკურობას, ეს არის თარიღთან დაკავშირებული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ 2009 წელი, 2010 წელი, 2011, 2012 წლების განმავლობაში, ეს ადამიანები აღნიშნავდნენ ომის დაწყებას 8 აგვისტოს და 10 წლის თავზე, უცებ გადაწყვიტეს, რომ არა 8 აგვისტოს, არამედ 7 აგვისტოს დაწყებულა ომი. 10 წელი არ იცოდნენ როდის დაიწყო ომი? ეს ნიშნავს, რომ უტიფრობა, ალოგიკურობა და სირცხვილია „ნაცობა". გაემიჯნეთ „ნაციონალურ მოძრაობას". არ შეიძლება, მუშაობდე ტვ პირველში და ფორმულაში იმიტომ, რომ ეს ნიშნავს „ნაცობას" და სირცხვილს", - განაცხადა პრემიერმა.