გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

დუშეთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

22-11-2018

მიმდინარე წლის 25 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, მათი ოჯახის წევრებს და სოციალურად დაუცველ პირებს, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის ექიმები, კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო მომსახურებას (ექიმი-სპეციალისტის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ექოსკოპიური და ლაბორატორიული კვლევები) გაუწევენ.


საქველმოქმედო სამედიცინო აქცია დაიწყება 10:00 საათზე. 


მისამართი: ქ.დუშეთი, სტალინის ქ. 71, კლინიკა ‘’ჯეო-ჰოსპიტლის’’ სამედიცინო ცენტრი.


შეგახსენებთ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.