გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

კასპში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

8-08-2025

დღეს კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.


ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა კასპში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


პატივი მიაგეს და გვირგვინით შეამკეს საქართველოს ეროვნული გმირის გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი.


მამა ალექსანდრემ ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.


კასპის მუნიციპალიტეტიდან ოთხი ჯარისკაცი შეეწირა ომს. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მემორიალებსა და საფლავებს ეწვივნენ და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.


2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მუნიციპალური დროშები დაშვებულია.