გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

9-08-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, წარსულში ნასამართლევი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1988 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ი.ე. თურქეთის რესპუბლიკის მიერ განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით იძებნებოდა.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა.

სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული, წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.