გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

კასპში, ვარჯაანის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

11-08-2025

ქალაქ კასპში, ვარჯაანის დასახლებაში დასრულდა ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.


სპორტულ მოედანზე სრულიად განახლდა ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ბადეები  და განხორციელდა სამღებრო სამუშაოები.


პროექტიდან გამომდინარე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე.


გასულ წელს, მერიის მიერ სპორტული მოედნის მიმდებარედ გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორებიც დამონტაჟდა.


დღეიდან  ადგილობრივები და ბავშვები ერთ სივრცეში განთავსებული სპორტული ინფრასტრუქტურითა და გასართობი საშუალებებით ისარგებლებენ - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო პროექტით გათვალისწინებულ დასრულებულ სამუშაოს.