გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველი: კარგი აგვისტო გვაქვს, სექტემბერსაც და ოქტომბერსაც თბილისში კარგს ველოდებით

11-08-2025

ზაფხულის სეზონს დადებითად აფასებს ბუტიკ-სასტუმრო შოთა რუსთაველის წარმომადგენელი ნინო ჩუბინიძე. მისი თქმით,  ზოგადად თბილისი, ზაფხულობით, ტურისტების დიდი ნაკადით არ გამოირჩევა, თუმცა წელს ეს ტენდენცია  შეცვლილია და თბილისში, ზაფხულის სეზონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია სასტუმროს დატვირთვა. სასტუმრო ტურისტების დიდ რაოდენობას ელოდება შემოდგომაზეც.


„სეზონი მიმდინარეობს ძალიან კარგად. მძიმე ზამთრის შემდეგ მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყეთ წამოდგომა. ახლა ყველაფერი კარგადაა. აგვისტოში ცოტა ჩაწყნარება იცის ხოლმე თბილისმა. ძალიან არა, მაგრამ შედარებით იკლებს ხოლმე. კარგი აგვისტო გვაქვს და სექტემბერსაც და ოქტომბერსაც თბილისში კარგს ველოდებით.


მაღალ სეზონზე, ჩვენი საშუალო დატვირთვა დაახლებით 85%-ია. შარშანდელ მაჩვენებლებზე, ჩვენი ლოკაციიდან გამომდინარე, გამიჭირდება საუბარი. პარლამენტის გვერდით ვართ და ცოტა არასტაბილურ გარემოშია ჩვენი სასტუმრო, მაგრამ ზოგადად ზრდა მაინც გვაქვს“,-აცხადებს ნინო ჩუბინიძე.