„ქართული ოცნება“ სენაკში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
 22-11-2018

პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბოლო წლების განმავლობაში სენაკში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
 
მნიშვნელოვანი პროექტები სენაკში 2013-2018 წლები:
 
- დაიგო 89.23 კმ გზა
 
- აშენდა 5 და რეაბილიტირდა 1 ხიდი
 
- რეაბილიტირდა სენაკის რკინიგზის სადგური
 
- განხორციელდა წყალმომარაგების პროექტები ქალაქ სენაკსა და სოფელი ნოსირში
 
 
- რეაბილიტირდა 20 სკოლა
 
- უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილია 19 სკოლის 1028 მოსწავლე
 
- სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან უფასო სახელმძღვანელოებით
 
- განხორციელდა შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის სენაკის სასწავლო კორპუსის სრული რეაბილიტაცია.
 
üუნივერსიტეტის სენაკის ბაზაზე აშენდა და აღიჭურვა მეცხოველეობის ფერმა
üმიმდინარეობს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მშენებლობა
- აშენდა 1 და სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 26 საბავშვო ბაღს
 
 
- შეიქმნა 5 ახალი საწარმო / გაფართოვდა 10 საწარმო
 
- დაფინანსდა მიკრო და მცირე მეწარმეობის 60 პროექტი
 
 
- შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა 210-მა პირმა
 
- დაფინანსდა 10 ხეხილის ბაღის გაშენება
 
- შეიქმნა 14 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი
 
- აგროდაზღვევის ფარგლებში მოსავალი დააზღვია 175-მა პირმა. დაზღვეულ იქნა 345 136 ლარის მოსავალი
 
- აგროწარმოების ხელშეწყობის პროექტით დაფინანსდა 6 პირი
 
- პროექტ "მობილური ექსტენციის" ფარგლებში ფარგლებში 14 სოფელში 800-მდე ფერმერს გაეწია კონსულტაცია
 
- დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 4 სარეაბილიტაციო პროექტი
 
 
 
- ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის მიზნით ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა
 
- შესაძლებელი გახდა C ჰეპატიტით დაავადებული ყველა მოქალაქის უფასო მკურნალობა
 
- 30%-ით გაიზარდა სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასი
 
- უშაფათში აშენდა ამბულატორია
 
- განახლდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი
 
- დაიწყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასების მატება
 
- ყოველი მესამე და შემდეგი ბავშვის დაბადებისთვის დაწესებული ფულადი დახმარება მიიღო 379-მა ბავშვმა, გაიცა ჯამში 1 მლნ-მდე ლარი
 
 
- სახლი მიწის ნაკვეთით გადაეცა 165 დევნილ ოჯახს (პროგრამა „სოფლად სახლი“)
 
- საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 263 დევნილ ოჯახს
 
 
- სენაკში გაზიფიცირდა 10 585 აბონენტი. 2020 წელს სამეგრელოს გაზიფიცირება მთლიანად დასრულდება
 
 
- განახლდა პოლიციის ავტოპარკი. განახლების პროცესი გრძელდება
 
წლის ბოლომდე გაიხსნება იუსტიციის სახლი სენაკში
- გარემონტდა და კეთილმოეწყო საჯარო რეესტრის სენაკის ფილიალის შენობა
 
 
- მიმდინარეობს ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის სრული რეაბილიტაცია
 
- მიმდინარეობს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის სრული რეაბილიტაცია
 
- რეაბილიტირდა სენაკის სამხატვრო გალერეა
 
- რეაბილიტირდა 19 მინი მოედანი
 
 
- სენაკის II ქვეით ბაზაზე გარემონტდა 15 საცხოვრებელი და 1 სასწავლო ყაზარმა, სასადილო და ფეხბურთის მოედანი