გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა

11-08-2025

ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.


პრემიერის თქმით, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ხელისუფლების უმთავრესი ეროვნული ამოცანა.


„რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული გამოწვევა. შესაბამისად, მშვიდობიანი გზით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა არის ჩვენი უმთავრესი ეროვნული ამოცანა. რუსეთმა განახორციელა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. ვერავითარი ღალატი სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის" მხრიდან ვერ გაამართლებს და არ გაამართლებს იმ ოკუპაციას, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა, რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 20%", - განაცხადა პრემიერმა.