გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031 

მებაჟე ოფიცრებმა 750 გრამზე მეტი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

14-08-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.


მათივე ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა - 755,66 გრამი) გამოავლინეს.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 189 754,19 ლარი შეადგინა.


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 2 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 145 074,58 ლარით დაჯარიმდა.