გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

შაორის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

15-08-2025

რაჭაში, შაორის ახალგაზრდულ ბანაკში, რომელიც ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში იმართება, ერთი დღე თავდაცვის ძალებს დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.


ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.


ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ღონისძიებებით დატვირთული დღე სამხედრო ელემენტებით გაჯერებული სპორტული შეჯიბრებით დასრულდა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.


ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.