გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დავით სონღულაშვილი: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულების მნიშვნელოვანი მდგენელია

15-08-2025

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა და სამმართველოს ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც დაათვალიერა.


ამ ეტაპზე, რეგიონული სამმართველოს ოფისში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც  2025 წლის ბოლომდე დასრულდება.


სამცხე-ჯავახეთში დღეს მთავარი გამოწვევა ტყით უკანონო სარგებლობა, ბრაკონიერობა და წიაღის უკანონო მოპოვებაა. შესაბამისად, რეგიონული სამმართველო ამ მიმართულებებით სამართალდარღვევების პრევენციაზე, აღკვეთასა და გამოვლენაზე აქტიურად მუშაობს.


„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსტიტუციური გაძლიერება - გამართული ინფრასტრუქტურა, შესაბამისი აღჭურვილობა და პროფესიონალი კადრები, მნიშვნელოვანია იმ მასშტაბური ფუნქციების აღსრულებისთვის, რაც აღნიშნულ დეპარატმენტს აკისრია და რაც თავის თავში მოიაზრებს გარემოზე ზიანის მაქსიმალურად შემცირების უზრუნველყოფას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონულ სამმართველოში მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული  სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილი, ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.