გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე

16-08-2025

რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ზოგადად, ასეთი მოვლენები არის დაკავშირებული სისუსტესთან.


„ამ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და ამ სისუსტის ფონზე მათთვის რთულია სიებზე და კანდიდატებზე შეჯერება, თუმცა ეს არის მათი საქმე. ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული საკუთარ კამპანიაზე და ჩვენი ფორმულა არის მარტივი - 64/64-ზე: 64 მერი, 64 საკრებულო და დარწმუნებული ვართ, რომ სწორედ ასეთი სახით გავიმარჯვებთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.