გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა

18-08-2025

დიდი ბრიტანეთის პირველმა ტრანსგენდერმა მოსამართლემ, ვიქტორია მაკკლაუდმა გენდერთან დაკავშირებული, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სააპელაციო საჩივარი შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული მედია ავრცელებს.


ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაკკლაუდს დიდი ბრიტანეთის პირველი ღიად არაბინარული ადვოკატი და დიდი ბრიტანეთის პირველი შავკანიანი ტრანსგენდერი ადვოკატი წარმოადგენენ.


აპრილში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ ტერმინები „ქალი“ და „სქესი“ თანასწორობის აქტში ბიოლოგიურ სქესს გულისხმობს და არა შეძენილ გენდერს.


ვიქტორია მაკკლაუდის ადვოკატებმა The Telegraph-ს განუცხადეს, რომ ის საქმის ხელახლა განხილვას ითხოვს იმ მოტივით, რომ უზენაესმა სასამართლომ დაარღვია მე-6 მუხლით მინიჭებული უფლება სამართლიან განხილვაზე, ვინაიდან, უარი თქვა, მოესმინა მისი და სხვა ტრანსგენდერი პირების ან ჯგუფების არგუმენტები.