გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში სამხედრო დღე მოეწყო

19-08-2025

სამეგრელოსა და რაჭაში მდებარე ანაკლიისა და შაორის ახალგაზრდულ ბანაკებში ყოველ როტაციაზე ერთი დღე თავდაცვის ძალებს ეთმობა. ამჯერად, სამხედრო დღე ახალგაზრდულ ბანაკში მოეწყო. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაატარეს.


ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიის, ამოცანების, სამხედრო სწავლებების, სამშვიდობო მისიების, სამხედრო განათლებისა და კარიერული განვითარების პერსპექტივის შესახებ. სამხედროებმა ახალგაზრდებს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პირობები და ბენეფიტები გააცნეს. შეხვედრაზე გაიხსენეს სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიები.


ბანაკის ტერიტორიაზე მოეწყო თავდაცვის ძალების ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა. ბანაკის მონაწილეებს თავდაცვის ძალებისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.


ახალგაზრდული ბანაკები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ფუნქციონირებს. მათი მიზანია სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ აქტიური დასვენება, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება და სხვა.